Frozen Candle

Frozen Candle şarkı sözleri

Süre12:32
Orijinal dilKA
Görüntülenme22
Şarkı sözü koordinatları

Orijinal sözler

KA
Çeviri henüz yok. Orijinal sözler gösteriliyor.
18
საღამო ამნაირ სახის დარდივით გაჩნდება ისევ დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს გათავდა ცრემლების თოვა ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს და თეთრი ქალწული - გლოვა ეცემა სისხლიან მინას და ირგვლივ სამარეს უვლის ფარული სურვილის ლანდი და ჩემი მწუხარე სული მსგავსია დათოვლილ სანთლის ეს მხარე ღამდება, რადგან ცისფერი იმედი მიდის როგორი სიჩუმე დადგა ო, როგორ ჩამოწვა ბინდი! მე წავალ სხვანაირ სახით ჩემს წასვლას დიდება მისდევს დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს