가사 좌표
KA원문 가사
번역이 아직 없습니다. 원문 가사를 표시합니다.
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით)
სულში უიმედო სივრცე გაიშალა
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის
ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი
ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი



