Dead Desires

Dead Desires 歌詞

ジャンルHeavy Metal
時間14:26
原文言語KA
閲覧数27
歌詞座標

原文歌詞

KA
翻訳はまだありません。原文を表示しています。
18
დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები რა მწარეა ასე დროის გაგრძელება ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია